შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის კვირეულის ფარგლებში, დასაქმების ფორუმი ჩატარდა. ღონისძიებაზე 20-მდე კომპანიამ და ორგანიზაციამ 100-ზე მეტი ვაკანსია წარმოადგინა. სამუშაოს მაძიებელ შშმ პირებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ერთიან სივრცეში დამსაქმებლებს შეხვედროდნენ, კომპანიის წარმომადგენლებისგან მიეღოთ ინფორმაცია და სასურველი ვაკანსიები შეერჩიათ. ფორუმის შემდეგ, ღიად დარჩენილი ვაკანსიები, დაინტერესებული შშმ პირებისთვის კვლავ ხელმისაწვდომი იქნება. მსურველები ინფორმაციას დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს სერვისცენტრებში მიიღებენ.