დასაქმების ხელშეწყობის ფორუმი

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო და გაერო-ს ქალთა ორგანიზაცია „ექსპო ჯორჯიას“ მე-3 პავილიონში ქალთა დასაქმების ფორუმს მართავს.
ღონისძიებაში  40-ზე მეტი კერძო კომპანია მონაწილეობს და სამუშაოს მაძიებელ ქალებს 300-მდე ვაკანსიას სთავაზობს. ფორუმის პარალელურად, „ექსპო ჯორჯიაში“ მოწყობილია სახელმწიფო სერვისების კუთხეც, სადაც ვიზიტორებს საშუალება აქვთ ქალებზე ორიენტირებულ პროგრამებსა და მომსახურებებს გაეცნონ. მათ შორის იქნება შრომის ინსპექცია, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო და სხვა. როგორც ღონისძიების  ორგანიზატორები განმარტავენ, ფორუმი ხელს შეუწყობს ქალთა ფორმალურ სექტორში დასაქმებას, ბიზნესისთვის ახალი კადრების მოძიებასა და სახელმწიფო სერვისების ცნობადობის გაზრდას.