შშმ პირთა დასაქმების ფორუმი

თბილისში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დასაქმების რიგით მეცხრე ფორუმი იმართება.

ღონისძიებაში მონაწილეობს 20-ზე მეტი კომპანია და თითოეულს ხუთზე მეტი აქტიური ვაკანსია აქვს წარდგენილი. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 2018 წლის განმავლობაში 95 შშმ პირი დაასაქმეს. სამინისტროს და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ქვეყანაში დასაქმებას აფერხებს ისეთი პრობლემები, როგორიც გარემოს და შენობების ადაპტირებაა.