შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა ნაძალადევის რაიონში. გამგეობასა და ამავე რაიონში მოქმედ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა ორგანიზაციას შორის გაფორმდა მემორანდუმიც, რომელიც ქალთა უფლებების დაცვის საკითხებში თანამშრომლობას ისახავს მიზნად.