შს მინისტრის მოადგილე თბილისში ორი ახალგაზრდის გარდაცვალების ფაქტს ადასტურებს

შს მინისტრის მოადგილე თბილისში ორი ახალგაზრდის გარდაცვალების ფაქტს ადასტურებს, თუმცა არ აკონკრეტებს, ჰქონდათ თუ არა მათ მიღებული გარდაცვალებამდე ნარკოტიკული საშუალება.

როგორც ნათია მეზვრიშვილი ამბობს, ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება და დანიშნულია ექსპერტიზა. გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდების დაღუპვა ნივთიერება მეფედრონს უკავშირდება.

არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი სახელმწიფო უწყებებს მოუწოდებს, ჯანდაცვის საკითხების მიმართულებით, შესაბამისი პრევენციული ზომები მიიღონ. ასევე, დაიბლოკოს ის ინტერნეტგვერდები, რომლებიც ამ ნივთიერებას ავრცელებენ.

თეთრი ხმაურის მოძრაობა გამოსავალს ჰუმანურ ნარკოპოლიტიკაში ხედავს და მთავრობას ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის დაჩქარებისკენ მოუწოდებს.