ნარკოტიკული საშუალებების განადგურება

400 კგ-ზე მეტი სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება გაანადგურა შინაგან საქმეთა სამინისტრომ.

უწყების ინფორმაციით, უკანონო ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკის ღირებულება შავ ბაზარზე 4 მილიონ ლარს აღემატებოდა. განადგურებული ნარკოტიკი სისხლის სამართლის 800 საქმეზე ნივთმტკიცებად იყო ამოღებული. კონკრეტულად სტანდარტების გათვალისწინებით განადგურებას დაექვემდებარა 996 გრამი კოკაინი, 288 გრამი ჰეროინი, 1402 აბი „სუბუტექსი“, კოდეინის შემცველი 1317 აბი, 55 გრამი და 173 აბი მეტადონი, 172 გრამი და 77 აბი „მდმა“, ასევე, სხვადასხვა დასახელების დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები, ფსიქოტროპული და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებები.