შინაგან საქმეთა მინისტრი სახელმწიფო ინსპექტორს შეხვდა. ვახტანგ გომელაურმა ლონდა თოლორაიასგან დეტალური ინფორმაცია მიიღო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებისა და მიმდინარე რეფორმების შესახებ.
სახელმწიფო ინსპექტორმა შინაგან საქმეთა მინისტრს მიაწოდა ინფორმაცია საგამოძიებო ფუნქციის სრულფასოვნად ამუშავებისთვის განხორციელებული ღონისძიებების შესახებ.
მხარეებმა ორი უწყების თანამშრომლობის ფორმებსა და მნიშვნელობაზე ისაუბრეს და სამომავლო თანამშრომლობის მზაობა გამოთქვეს.