შრომითი მიგრაცია - ახალი რეგულაციები

სიახლეა უცხოეთში სამუშაოდ წამსვლელი საქართველოს მოქალაქეებისთვის.

მკაცრდება იმ შუამავალი კომპანიების კონტროლი, რომლებიც ადამიანებს ლეგალური დასაქმების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში საზღვარგარეთ სამსახურის მოძიებაში ეხმარებიან. შრომითი მიგრაციის კანონში შესული ცვლილებების მიხედვით, ყველა ასეთი კომპანია ვალდებული იქნება, რომ შესაბამისი სერთიფიცირება გაიაროს. საკანონმდებლო დონეზე კონტროლის მექანიზმების გამკაცრება ბოლო თვეებში მომხდარი შემთხვევების პრევენციის მიზნით გადაწყდა. ფიქსირდება არაერთი ფაქტი, როცა სხვადასხვა ქვეყანაში დასაქმების პროგრამით და მიმზიდველი პირობებით ჩასულ საქართველოს მოქალაქეებს ადგილზე ღირსების შემლახველი სამუშაო გარემო და შეუსაბამო ანაზღაურება ხვდებათ.