გერმანიაში დროებით ლეგალური დასაქმება

22:03, 26.02.2021

გერმანიაში ლეგალური დასაქმება საქართველოს 90 000-ზე მეტ მოქალაქეს სურს.

განაცხადების მიღება დაიწყო. წინასწარ გაწერილი კრიტერიუმებით აპლიკანტებს დასაქმების სააგენტო შეარჩევს, რის შემდეგაც შერჩევის პროცესში გერმანული მხარე ჩაერთვება. გერმანია მსურველებს სამუშაო ადგილებს სოფლის მეურნეობის სფეროში ერთიდან სამ თვემდე ვადით სთავაზობს. პირობების და კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში მოქალაქეები გერმანიის სხვადასხვა რეგიონში გამგზავრებას პირველი აპრილიდან შეძლებენ.

მსგავსი