რეგულაციები დასაქმების შუამავალი კომპანიებისთვის 

სფეროს, რომელიც წლების განმავლობაში რეგულირების გარეშე იყო დარჩენილი, ხვალიდან სახელმწიფო გააკონტროლებს. საუბარია შუამავალ კომპანიებზე, რომლებიც საქართველოს მოქალაქეებს უცხოეთში სამუშაო ადგილებს სთავაზობენ. ხვალიდან მათ ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექცია გააკონტროლებს. შესაბამისი ცვლილებები მიგრაციის შესახებ კანონში შევიდა. შესაბამისად, მსგავს კომპანიებს უჩნდებათ ვალდებულება, სპეციალურ პორტალზე დარეგისტრირდნენ და მიიღონ სერტიფიკატი.

წინააღმდეგ შემთხვევაში, მათი საქმიანობა უკანონოდ ჩაითვლება და ინსპექციის მხრიდან სანქცირებას დაექვემდებარება. შეუსაბამო ანაზღაურება და შრომითი უფლებების დარღვევა, ეს არის ის ძირითადი საკითხები, რომლის პრევენციაც სწორედ კანონმა უნდა მოახდინოს. კონტროლი წესდება საქართველოში დასაქმებულ უცხოეთის მოქალაქეებზეცმარიამ აფციაური გიამბობთ.