შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ეგიდით და დანიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით, შრომით უფლებებზე რუსთავში ტრენინგები მიმდინარეობს.
შეხვედრები რუსთავის ქარხნებში, მძიმე მრეწველობაში, სავაჭრო და სატრანსპორტო სფეროში დასაქმებულებისთვის ტარდება.
პროფკავშირების წევრები სხვადასხვა სექტორებიდან მაღალკვალიფიციური ტრენერებისგან მიიღებენ დეტალურ ინფორმაციას შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის საქმიანობის, სოციალური დიალოგის კონცეფციის, სამმხრივი სოციალური პარტნიორობის კომისიის და მისი სტრუქტურის შესახებ საქართველოში.