შრომის უსაფრთხოება

სამშენებლო სექტორში შრომის პირობების შემოწმების შედეგად, 11 კომპანიას სამუშაოს გაგრძელების უფლება შეუჩერდა.

სამმხრივი შემოწმების ფარგლებში, რომელსაც თბილისის მერია და ეკონომიკის და ჯანდაცვის სამინისტროების შესაბამისი სამსახურები ახორციელებდნენ, მონიტორინგი სულ 24 ობიექტზე ჩატარდა. კომპანიებმა შეუსაბამობები 10 დღის ვადაში უნდა გამოასწორონ, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ ჯარიმა დაეკისრებათ. განცხადებები ამის შესახებ გაკეთდა კონფერენციაზე, „შრომის უსაფრთხოება სამშენებლო სექტორში“. ღონისძიებაზე შრომის უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებსა და სიახლეებზე იმსჯელეს.