შრომის კანონმდებლობაში დაგეგმილი ცვლილებები განიხილეს საქართველოს ბიზნეს-ასოციაციის წევრებმა.
შეხვედრაზე ცვლილებებთან დაკავშირებულ პრობლემურ საკითხებზე იმსჯელეს. ბიზნეს-ასოციაციის ორგანიზებით ახლო მომავალში აღნიშნულ თემაზე შეხვედრა ეკონომიკურ ექსპერტებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სხვა დაინტერესებული ინსტიტუტების წარმომადგენლებთანაც იგეგმება.
ბიზნეს-ასოციაცია შეთავაზებული ცვლილებების ნაწილს ნეგატიურად აფასებს.