ცვლილებები შრომის კოდექსში

შრომის კოდექსის სადავო პროექტში დიდი ალბათობით კორექტივები შევა.

დოკუმენტის მიმართ ბიზნეს-ასოციაციის გარდა შენიშვნები და პრეტენზიები აქვთ დამსაქმებელთა ასოციაციას და ბიზნეს-ომბუდსმენს. უთანხმოების მთავარი თემაა ის პუნქტები, რომლებიც სამუშაო დროის ხანგრძლივობას, ასევე ზეგანაკვეთური საათების და ხელშეკრულების გაფორმება-შეწყვეტის ახალ პირობებს ადგენს. ცვლილებების მოწინააღმდეგეები არც მინიმალური ხელფასის განსაზღვრას ეთანხმებიან და ფიქრობენ, რომ დიმიტრი ცქიტიშვილის ინიციატივა განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესს დააზარალებს. ბიზნეს-სექტორი კანონ-პროექტის განხილვის დაწყებამდე რისკების წინასწარ შესაფასებლად სპეციალური კვლევის ჩატარებას ითხოვს.