შრომის კოდექსში შესატანი ცვლილებები

ბიზნეს-ასოციაცია მთავრობასთან კონსულტაციებს ითხოვს.

შრომის კოდექსში მოსალოდნელი ცვლილებები ბიზნეს-სექტორისთვის მიუღებელია. დიმიტრი ცქიტიშვილის მიერ მომზადებულ ინიციატივას იწუნებს ოპოზიცია და ბიზნეს-ომბუდსმენიც. ცვლილებების მოწინააღმდეგეები თანხმდებიან, რომ ინიციატივა განსაკუთრებით საშუალო და მცირე ბიზნესს დააზარალებს, რაც საბოლოოდ კადრების შემცირებას გამოიწვევს. ცვლილებების პაკეტი რამდენიმე მიმართულებას ეხება – იცვლება ხელშეკრულების დადების და შეწყვეტის პირობები, ასევე სამუშაო დროის ხანგრძლივობა და სავალდებულო ხდება მინიმალური ხელფასის განსაზღვრა.