შრომის ინსპექტორის განცხადება

რამ გამოიწვია ტრაგედია, რომელსაც ჭავჭავაძის 5 ნომერში ორი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

სამშენებლო ობიექტზე მომხდარი ფაქტის შესწავლაში ჩართულია ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექტირების დეპარტამენტი. მოკვლევის პროცესი ჯერ დასრულებული არ არის, თუმცა შრომის ინსპექტორი აცხადებს, რომ ადგილზე არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, არსებული რისკებისა და საფრთხეების შეფასება არ ხდებოდა და სწორედ ამან გამოიწვია გუშინდელი შემთხვევა.

შეგახსენებთ, დაღუპულია ორი ადამიანი. მაია მიქაია ამბობს, რომ კონკრეტული გადაცდომების დადასტურების შემთხვევაში პასუხისმგებლობა დაეკისრება როგორც სამშენებლო კომპანიას, ისე სამუშაოების უშუალო მწარმოებელ ქვეკონტრაქტორს.