პანდემიის პერიოდში ღამის კლუბების საქმიანობის აკრძალვის მიუხედავად, „ბასიანმა“ გუშინდელი ღონისძიება მაინც ჩაატარა. დაწესებული რეგულაციების დარღვევისთვის, შრომის ინსპექციამ კლუბი „ბასიანი“ 10 000 ლარით დააჯარიმა. ინსპექცია კლუბის ადმინისტრაციისთვის ჯარიმის ქვითრის ჩაბარებას ივენთის დაწყებამდე ცდილობდა, თუმცა მათ ეს ვერ მოახერხეს. კლუბის კართან შეკრებილი დაწესებულების სტუმრები შრომის ინსპექციის გამოჩენას ხმაურით შეხვდნენ.
სამართალდამცველებმა კლუბის ადმინისტრაციას გონივრული ვადა მისცეს, რათა მათ კლუბიდან ტექნიკა გამოეტანათ, თუმცა ამის მიუხედავად, „ბასიანის“ ადმინისტრაციამ დაგეგმილი ღონისძიება მაინც ჩაატარა. შეგახსენებთ, რომ ღამის კლუბები ამ დრომდე ერთადერთ ბიზნესსეგმენტად რჩება, რომლის მუშაობა პანდემიის გამო, აკრძალულია.