შრი-ლანკის პრეზიდენტი თანამდებობას 13 ივლისს დატოვებს. ამის შესახებ მან პარლამენტის სპიკერს უკვე შეატყობინა. შრი-ლანკის პრეზიდენტმა გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება მას მერე მიიღო, რაც ქვეყანაში მასობრივი პროტესტი დაიწყო. აქციების მიზეზი მძიმე ეკონომიკური კრიზისი გახდა. რამდენიმე დღის წინ, პრეზიდენტმა შრი-ლანკა ოფიციალურად ბანკროტად გამოაცხადა. დემონსტრანტები პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით, პარლამენტის შენობაში შეიჭრნენ, მოგვიანებით კი, ცეცხლი წაუკიდეს პრეზიდენტის რეზიდენციას.