შოვში, სტიქიის ზონაში მაშველებმა ცოტა ხნის წინ კიდევ ერთი ცხედარი იპოვეს
სტიქიის ზონაში მაშველებმა ცოტა ხნის წინ კიდევ ერთი ცხედარი იპოვეს – ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს. ამ დროის მონაცემებით, დაღუპულია 18 და ისევ იძებნება 20-მდე მოქალაქე. სამძებრო-სამაშველო სამუშაოები შოვში მთელი ღამის განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა. მაშველები ძებნის ოპერაციას სპეციალური ღამის განათების დახმარებით აწარმოებდნენ.
მიწის მასითა და ლამით დაფარულ ტერიტორიაზე იგება დროებითი ხიდები და იჭრება ალტერნატიული გზები, რომელთა საშუალებითაც დამხმარე ძალა უშუალოდ სტიქიის ეპიცენტრამდე მიღწევას ცდილობს. დილიდან პროცესში ჩაერთო ავიაციაც.
ჩვენი გადამღები ჯგუფები ადგილზე რჩებიან, ახლა გენო ოსიყმაშვილს ჩავრთავთ პირდაპირ ეთერში და ბოლო ცნობებს მისგან გავიგებთ.