შოვში მიმდინარე სამძებრო-სამაშველო პროცესში თავდაცვის ძალები მონაწილეობენ
შოვში მიმდინარე სამძებრო-სამაშველო პროცესში თავდაცვის ძალები მონაწილეობენ. ისინი რამდენიმე ლოკაციაზე არიან გადანაწილებული. რეზერვისტების სამუშაო ლოკაციებს დაემატა კალცის წყლების მიმდებარე ტერიტორია, სადაც გზის გაწმენდითი და სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს. რეზერვისტების პირადი შემადგენლობა სტიქიის ზონაში თავდაცვის ძალების სამხედროებისა და შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებთან კოორდინაციაში მუშაობს.