შოვში მეექვსე დღეა, სამაშველო ღონისძიება გრძელდება – სტიქიის ზონაში მაშველები სხვადასხვა ადგილზე უწყვეტ რეჟიმში მუშაობენ. ამ წუთებში სამძებრო ღონისძიება კონკრეტულ ლოკაციაზე მიმდინარეობს, სადაც სავარაუდოდ მოქალაქეების პირადი ნივთები აღმოაჩინეს.
სტიქიის ზონაში „მოამბის“ რამდენიმე გადამღები ჯგუფი მუშაობს, შალვა სუმბაძე გვიერთდება ბოლო ინფორმაციით.