შოვში, სტიქიის ზონაში ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება ძებნის ოპერაცია – შოვში მეხანძრე-მაშველები, თავდაცვის ძალები, პოლიციის დანაყოფები, დრონები, სპეცტექნიკა, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის კინოლოგთა ჯგუფი მუშაობს. თუმცა ამ დროისთვის დაღუპულთა და დაკარგულთა შესახებ ინფორმაცია არ განახლებულა. გარდაცვლილია 18, ხოლო 20-მდე მოქალაქეს ჯერ ისევ ეძებენ. დროებითი ხიდებისა და ალტერნატიული გზების საშუალებით, დამხმარე ძალა მიწით დაფარულ ტერიტორიაზე, აქამდე მიუღწეველ მონაკვეთებამდე მისვლას ცდილობს. სამაშველო ჯგუფებთან ერთად, ადგილზე რჩებიან მოხალისეები და ასევე საერთაშორისო ორგანიზაცია წითელი ჯვრის წარმომადგენლები.
გენო ოსიყმაშვილი და ბოლო ინფორმაცია სტიქიის ზონიდან.