გოეთეს სახელობის ფრანკფურტის უნივერსიტეტის ემპირიული ენათმეცნიერების ინსტიტუტში, შოთა რუსთაველის კაბინეტი გაიხსნა. ღონისძიებას უნივერსიტეტის ვიცე პრეზიდენტი და ფრანკფურტში საქართველოს კონსული ესწრებოდნენ.
იდეა პროფესორ მანანა თანდაშვილს ეკუთვნის, მისი ინიციატივით, ორი წლის წინ, შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნის“ უცხოენოვანი თარგმანების შეგროვება დაიწყო. დღეისათვის ბიბლიოთეკაში პოემის 50-მდე ნათარგმნია რეგისტრირებული.