პირველი წარმატება ბათუმში მიმდინარე ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატიდან.
საქართველოს ნაკრებს ოქროს მედალი, შოთა მიშველიძემ მოუტანა.
ქართველმა ძალოსანმა პირველობა აკვრაში მოიპოვა. მიშველიძემ 156 კილოგრამი დააფიქსირა, რაც ამ მოძრაობაში საუკეთესო მაჩვენებელი აღმოჩნდა.
დღეს, საქართველოს ღირსებას, 67 კილოგრამ წონით კატეგორიაში, გოგა ჩხეიძე დაიცავს.
ბათუმიდან პირდაპირ ტრანსლაციას 20 საათსა და 30 წუთზე საქართველოს მეორე არხი შემოგთავაზებთ.