ბოტანიკური ბაღი შოკოლადის ფესტივალს მასპინძლობს. ღონისძიება საღამოს 6 საათამდე გაიმართება.
ფესტივალზე საქართველოში წარმოებული პროდუქცია და ასევე, სხვადასხვა ქვეყნიდან იმპორტირებული ტკბილეულია წარმოდგენილი. ასევე, გასინჯავთ ადგილზე მომზადებულ ცხელ შოკოლადს და იხილავთ შოკოლადის შადრევანს.
შოკოლადის ფესტივალი თბილისში პირველად იმართება.
ღონისძიება საახალწლო ნაძვის ხის ანთებით დასრულდება.