საქართველოს სომეხთა ეპარქია დღეს შობასა და ნათლისღებას აღნიშნავს. დილიდან სადღესასწაულო საღმრთო ლიტურგიის შემდეგ წყლის კურთხევა შესრულდება. თბილისის „სურბ გევორგის“ მთავარ საკათედრო ტაძარში მსახურება არქიმანდრიტმა კირაკოს დავთიანმა აღავლინა.
სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმიდა ეკლესიის კალენდრით, შობის ბრწყინვალე დღესასწაული 5 იანვარს საღამოს იწყება და შუაღამის შემდეგ გრძელდება.