შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღე

პირველი დეკემბერი შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. თარიღს საქართველოც უერთდება. ღონისძიება ეროვნული ბიბლიოთეკის დარბაზში გაიმართა. შეხვედრაზე ქვეყანაში აივ/შიდსის მხრივ არსებული მდგომარეობის, მიღწევების, გამოწვევებისა და პერსპექტივების შესახებ იმსჯელეს. 2019 წლის 30 ნოემბრის მონაცემებით, საქართველოში რეგისტრირებულია აივ/შიდსის 8028 შემთხვევა, მათგან 6023 მამაკაცია და 2005 – ქალი. აქტივობის მიზანი საზოგადოების ცნობიერების ამაღლება იყო.