ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე

დღეს ბავშთა დაცვის საერთაშორისო დღეა – პანდემიით გამოწვეული ორწლიანი პაუზის შემდეგ, პირველი ივნისი წელს ბავშვებისადმი მიძღვნილი არაერთი გასართობი და შემეცნებითი აქტივობით აღინიშნა. სხვადასხვა ზღაპრისა და ანიმაციური ფილმების გმირები, კონცერტები და უამრავი საჩუქარი – ეს ყველაფერი პატარებმა სწორედ მათთვის მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში მიიღეს. საზეიმო განწყობასთან ერთად პირველ ივნისს განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა პრობლემებსაც. მთავარ გამოწვევად საქართველოში ბავშვთა სიღარიბე და მათ მიმართ ძალადობა სახელდება.