ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღე

10 დეკემბერი ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეა. ამ მიმართულებით შემუშავებული სტრატეგიის განხილვა, საქართველოს პარლამენტში სიმბოლურად დღევანდელ თარიღს დაამთხვიეს. საკანონმდებლო ორგანოში დეპუტატებთან ერთად, სამოქალაქო საზოგადოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები შეიკრიბნენ.

თითქმის ორი საათის განმავლობაში, კანონმდებლები დაინტერესებული მხარეების მიერ მომზადებულ რეკომენდაციებს ისმენდნენ.

კონკრეტულად, რა საკითხები განიხილეს დღევანდელ შეხვედრაზე, კესო ქაფიანიძე გვეტყვის.