2019 წელს დაგეგმილი პროექტების პრეზენტაცია და შუალედური ანგარიში წარუდგინა საზოგადოებას შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა. გიორგი ხოჯევანიშვილმა რეგიონში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, დევნილთა პირობების გაუმჯობესებაზე, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების ხელშეწყობაზე, რეგიონში საგანმანათლებლო, სამედიცინო, სპორტული თუ ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებაზე, ასევე, სოფლის მეურნეობის დარგის ხელშეწყობაზე, წარმოების განვითარებასა და გარემოს დაცვის საკითხებზე გაამახვილა ყურადღება.