შეხვედრა დევნილთა დასახლებაში

შავშვების დევნილთა დასახლებაში ადგილობრივებს შეხვდა გიორგი ხოჯევანიშვილი. „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ გორისა და კასპის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, იმ პროექტებზე გაამახვილა ყურადღება, რაც ბოლო პერიოდში დევნილების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიზნით განხორციელდა. როგორც დევნილებმა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთან შეხვედრისას აღნიშნეს, სასოფლო-სამეურნეო მიწის გადასახადისგან გათავისუფლება და შიდა გზების მოწესრიგება მათთვის განსაკუთრებული შეღავათია.