შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულად ლევან ხარაბაძე დაინიშნა. პრემიერ-მინისტრი ახალ გუბერნატორს დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვდა. ისაუბრეს რეგიონში მიმდინარე პროექტებზე. განიხილეს შიდა ქართლის განვითარების ხელშეწყობის მიმართულებით დაგეგმილი სამუშაოები. ახალი გუბერნატორი დღემდე იკავებდა შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობას.