საბანკო განვადებები შესაძლოა შიდა განვადებებმა ჩაანაცვლოს. იანვარში ამოქმედებული საბანკო რეგულაციების შედეგად შემცირებული გაყიდვების წახალისებას კომპანიების ნაწილი ახალი გზით ცდილობს. თუ სამშენებლო სექტორში ეს მანამდეც შედარებით აპრობირებული მეთოდი იყო, ტექნიკის მაღაზიები შიდა განვადების სისტემას მხოლოდ ახლა ნერგავენ.
სანდო ჯუფალაკიანი დაინტერესდა, რა პრინციპით შეეძლებათ მოქალაქეებს ნივთის შიდა განვადებით შესყიდვა, გეგმავს თუ არა ეროვნული ბანკი ამ საქმიანობის კონტროლს და რამდენად შეიცავს შიდა განვადებები ჭარბვალიანობის რისკებს.