ფინანსური ტექნოლოგიების განვითარების სტრატეგია

ინოვაციური მიდგომები ტრადიციული ფინანსური ოპერაციების ნაცვლად.

ეროვნული ბანკი შეღავათიან პირობებს ქმნის კომპანიებისთვის, რომლებიც ბაზარზე თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვაზე მუშაობენ. სწორედ ეს მიზანი აქვს ფინტექ-კომპანიებისთვის მომზადებულ ეროვნულ სტრატეგიას, რომელიც ცენტრალურმა ბანკმა საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად შეიმუშავა. გეგმის მიზანია, რომ ფინანსების მართვის ციფრულ ტექნოლოგიებზე ორიენტირებულმა კომპანიებმა ქართულ ბაზარზე შეუფერხებლად დაიწყონ ოპერირება. სტრატეგიას უკვე გაეცნო ფინტექ-ასოციაცია, რომელსაც რამდენიმე შენიშვნა აქვს. ამიტომ დოკუმენტის პირველად ვერსიაში შესაძლოა კორექტივები შევიდეს.