4-თვიანი პაუზის შემდეგ საქართველოში შიდა ფრენები განახლდა. დღეიდან რეგულარული რეისები ნატახტარიდან მესტიისა და ამბროლაურის აეროპორტების, ხოლო თბილისიდან, ბათუმის აეროპორტის მიმართულებით სრულდება. უკვე შესრულდა ნატახტარი-მესტია-ნატახტრის მიმართულებით პირველი ფრენა. თბილისიდან კი ბათუმის მიმართულებით პანდემიის შემდეგ პირველი შიდა რეისი საღამოს 20:00 შესრულდება. ჯამურად, ივლისში 24-დან 31 ივლისამდე პერიოდში მესტია-ნატახტრის მიმართულებით ექვსი, თბილისი-ბათუმის მიმართულებით ხუთი, ხოლო ამბროლაური-ნატახტარის მიმართულებით სამი რეისი შესრულდება. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორის განმარტებით, 2020 წელი პრემიერის ინიციატივით, შიდა ტურიზმის წლადაა გამოცხადებული და შესაბამისად, შიდა ფრენების განვითარებას დიდი ყურადღება დაეთმობა.