„მოამბე“ 22 იანვარს ნაძალადევში გარდაცვლილი 4 წლის გოგონას საქმეს უბრუნდება.
- რატომ ვერ შეძლეს სოციალურმა მუშაკებმა, რომლებსაც ბავშვზე ზედამხედველობა ევალებოდათ, მისი უსაფრთხოების დაცვა;
- რატომ ცხოვრობდა ბავშვი ისევ ბიოლოგიურ ოჯახში, იმ დროს, როდესაც დედის მიმართ შემაკავებელი ორდერი იყო გამოწერილი და შვილის მხოლოდ დღის საათებში გაყვანა შეეძლო;
ამ კითხვებზე დეტალური პასუხები ჯანდაცვის სამინისტროს შიდა აუდიტის სამსახურმა გასცა და დასკვნაც დადო, რომელიც „მოამბემ“ ექსკლუზიურად მოიპოვა.
დოკუმენტს მარიამ სეთურიძე გაეცნო.