შეზღუდვების შემსუბუქების მორიგი ეტაპი

შემსუბუქებული მდგომარეობის გათვალისწინებით, შეზღუდვების მოხსნა გრძელდება. ხვალიდან, პირველი მარტიდან ბავშვები ბაღებს დაუბრუნდებიან. აღსაზრდელებს ისევ მიღებენ როგორც საჯარო, ასევე კერძო საბავშვო ბაღები. მოსამზადებელი სამუშაოები თითქმის დასრულებულია. უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად, სკოლამდელი აღზრდის ყველა დაწესებულება მომარაგებულია შესაბამისი ინვენტარითა და სადეზინფექციო ხსნარებით. სკოლების მსგავსად, საბავშვო ბაღებში პედაგოგები ვირუსზე ტესტირებას ორ კვირაში ერთხელ გაივლიან.

მოამბე