შეზღუდვების მოხსნის კიდევ ერთი ეტაპი

საქართველოში დღეიდან ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების ნაწილი გაუქმდა.

მუშაობა განაახლა საქალაქთაშორისო ტრანსპორტმა, ვალუტის გადამცვლელმა პუნქტებმა, ყველა სახის მომსახურება აღდგა კვების ობიექტებში, მათ შორის დახურულ სივრცეში. ასევე მუშაობის უფლება მიიღეს სასტუმროებმა, რომლებსაც აქვთ ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისი ნებართვა.

რამდენად მომზადებულები შეხვდნენ ბიზნესის წარმომადგენლები შეზღუდვების გაუქმების მორიგ ეტაპს და რამდენად მზად არიან კონკრეტული სუბიექტები არსებული რეკომენდაციების დასაცავად, – თათია ტაბეშაძე გვერთვება პირდაპირ ეთერში.