შეზღუდვების მოხსნის მორიგი ეტაპი დაიწყო – დღეიდან საქალაქთაშორისო ტრანსპორტი ამოქმედდება. ჯერ ისევ არ მოძრაობს მატარებელი. სარკინიგზო მიმოსვლა, სავარაუდოდ, 15 ივნისიდან აღდგება. დღეიდან მუშაობას განაახლებენ სავალუტო ჯიხურები, რესტორნები სრულად, ასევე ის სასტუმროებიც, რომლებმაც ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისი ნებართვა მიიღეს და მზად არიან, თანამშრომლების და ვიზიტორების უსაფრთხოება უზრუნველყონ.
როგორ მიმდინარეობს პროცესი, თათია ტაბეშაძე დეტალებით.