საქალაქთაშორისო ტრანსპორტზე კონტროლი იწყება

წლების განმავლობაში მოუგვარებელი პრობლემა. ავტოსადგურების საქმიანობა და საქალაქთაშორისო ტრანსპორტი რეგულირების ქვეშ მოექცევა და მკაცრად გაკონტროლდება.

კანონში შესული ცვლილება პირველ ეტაპზე სერთიფიცირების პროცესს და ნებართვების აღებას გულისხმობს. გაწერილია კრიტერიუმები და პირობები, რომლებიც მძღოლებმა საქმიანობის უფლების მოსაპოვებლად უნდა დააკმაყოფილონ. სხვა შემთხვევაში ჯარიმები ამოქმედდება. მოუწესრიგებელი ავტოსადგურები, ანტისანიტარია, გადატვირთული რეისები, უსაფრთხოების ნორმების დარღვევა, მუდმივი რიგები – ეს სფეროში არსებული პრობლემების არასრული ჩამონათვალია.