შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნა - გამოხმაურება

მთავრობის გადაწყვეტილებას რესტორნების ღია სივრცეების ამოქმდებასთან დაკავშირებით, რესტორატორთა ასოციაციის ხელმძღვანელი, შოთა ბურჯანაძე  ეხმაურება. მისი თქმით, მიღებული გადაწყვეტილება ბიზნესისთვის ერთგვარი შვება იქნება. შოთა ბურჯანაძემ აღნიშნა, რომ შემდეგი ნაბიჯებისთვის კონსულტაციები გაგრძელდება. რაც შეეხება 6 თებერვალს რესტორნების მიერ დაანონსებულ თვითნებურად გახსნას, ბურჯანაძემ განაცხადა, რომ ამაზე გადაწყვეტილებას მოგვიანებით გამოაცხადებენ.

მოამბე