შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნა

საქართველოში მოქმედი შეზღუდვების ნაწილი დაანონსებულზე ადრე მოიხსნება. პროცესი მომავალი კვირიდან დაიწყება. 8 თებერვლიდან, შაბათ-კვირის გარდა, აღდგება მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა, გაიხსნება ღია და დახურული ბაზრობები. 15 თებერვლიდან კი, თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში ბავშვები სწავლას საკლასო ოთახებში შეძლებენ.  ასევე, ამოქმედდება  რესტორნების ღია სივრცეები, გარდა შაბათ-კვირისა. შეზღუდვების შემსუბუქებასთან ერთად, მკაცრდება მონიტორინგი როგორც ბიზნესის, ისე მოქალაქეების. პირბადის ტარების წესის დარღვევაზე ჯარიმა იზრდება – ანა ბროლაძე განავრცობს თემას.

მოამბე