მეორე დღეა საავტომობილო მოძრაობა სრულად აკრძალულია რიკოთის უღელტეხილზე. მიზეზი მეწყრული პროცესების განვითარების მომატებული საფრთხეა. მოძრაობა შემოვლითი გზით, საჩხერის გავლით შესაძლებელია მხოლოდ მსუბუქი ავტომობილებისთვის. სატვირთო მოძრაობა სრულად არის შეზღუდული. მეწყრულ მონაკვეთს ახლა გეოლოგები სწავლობენ.