ვითარება რიკოთის უღელტეხილზე

რიკოთის უღელტეხილი ამ დრომდე ჩაკეტილია. ეს უღელტეხილის სრულად დაკეტვის პირველი შემთხვევაა.

საავტომობილო მოძრაობის აკრძალვის მიზეზი ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთია, სადაც მეწყრული პროცესების გააქტიურების საფრთხე შეიქმნა. სატრანსპორტო მოძრაობა შემოვლითი გზით გომი-საჩხერე-ზესტაფონის მხრიდან არის დასაშვები, ისიც მხოლოდ მსუბუქი ავტომობილებისთვის. თურქეთიდან და თურქეთისკენ მოძრავი ტრაილერებისთვის კი ალტერნატიული მარშრუტია შეთავაზებული, რასაც მძღოლები აპროტესტებენ.

რიკოთის უღელტეხილის გახსნის დრო გაურკვეველია.