„კოვიდ 19“-ის პანდემიის გამო ვერ სრულდება ბოლო წლებში დამკვიდრებული კიდევ ერთი ტრადიცია.
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით მოქალაქეებს სასაფლაოებზე გასვლა ეკრძალებათ. მეოთხე დღეა, რაც ხელისუფლებამ ქვეყნის მასშტაბით სასაფლოებთან მისასვლელი გზები ჩაკეტა. შეზღუდვა კიდევ ექვს დღეს გაგრძელდება. თბილისის 56-ივე მუნიციპალურ და ასევე რეგიონის სასაფლაოებს საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები და თავდაცვის ძალები აკონოტროლებენ. აკრძალვების მიუხედავად, ქვეყნის მასშტაბით მოსახლეობის ნაწილმა სასაფლაოებზე გასვლა მაინც სცადა, თუმცა პოლიციამ მათ ამის საშუალება არ მისცა.
ვაკო ორმოცაძე გიამბობთ, როგორ ასრულებენ მოქალაქეები საგანგებო მდგომარეობის პირობებში ამოქმედებულ კიდევ ერთ შეზღუდვას.