გუდაური-კობის მონაკვეთზე, სადაც ინტენსიური თოვის გამო ზვავსაშიშროებაა, მოძრაობა აიკრძალა. ადგილზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება შეზღუდულია. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა-გუდაურისა და დარიალი-ლარსის მონაკვეთებზე, ტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, რასაც პოლიცია გააკონტროლებს.