არღვევენ თუ არა მსხვილი ბანკები თანაბარი კონკურენციის პირობებს – სადაზღვევო ბაზრის შესწავლამ კონკურენციის ეროვნულ სააგენტოს ეჭვები გაუჩინა.
თითქმის ერთწლიანმა მონიტორინგმა აჩვენა, რომ რამდენიმე ბანკი მონოპოლიურ მდგომარეობაშია და მომხმარებლებს მასთან დაკავშირებული სადაზღვევო კომპანიების პაკეტებს და მომსახურებას სთავაზობს. პირველ ეტაპზე მაკონტროლებელი ორგანო რეკომენდაციების გაცემით შემოიფარგლა, თუმცა მომავალში არც ფინანსური სანქციების ამოქმედებაა გამორიცხული. სადაზღვევო სფეროში პრობლემებს და ცალკეული ბანკების მხრიდან არაკეთილსინდისიერ მიდგომებს სადაზღვევო კომპანიებიც ადასტურებენ. სწორედ მათი რამდენიმეწლიანი მოთხოვნა იყო ბაზრის შესწავლა.