კერძო სამედიცინო დაზღვევის მაჩვენებელი

საშუალო შემოსავლის მქონე ოჯახების ნახევარზე მეტი კერძო სამედიცინო დაზღვევით არ სარგებლობს. ზედამხედველობის სამსახურის მონაცემების მიხედვით, სტატისტიკა წლიდან წლამდე თითქის უცვლელი რჩება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ 1000-დან 3 000-მდე შემოსავლის მქონე მოქალაქეების ნაწილის მკურნალობის დაფინანსებაც სახელმწიფოს უწევს.

ნაკლები ინფორმირებულობა, არასწორი სახელმწიფო პოლიტიკა თუ სადაზღვევო კომპანიების მიერ შეთავაზებული მომსახურების არასათანადო ხარისხი: მარიამ სეთურიძე არკვევდა, როგორი იქნება ჯანდაცვის სამინისტროს მიდგომა იმ ოჯახების მიმართ, რომლებსაც ყოველთვიური შემოსავლები კერძო დაზღვევით სარგებლობის საშუალებას აძლევს.

 

დატოვე კომენტარი