შეთანხმებით დასრულდა შრომითი მედიაცია „IDS ბორჯომი საქართველოს“ მენეჯმენტსა და გაფიცულ თანამშრომლებს შორის.
მოლაპარაკებების შედეგად, დასაქმებულები ქარხანაში მუშაობას განაგრძობენ და „IDS ბორჯომი“ სრულფასოვნად ფუნქციონირებას უახლოეს პერიოდში აღადგენს. სამედიაციო შეთანხმებას მხარეებმა ხელი ბორჯომში მოაწერეს. შეხვედრას ესწრებოდნენ შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსი, ბექა ფერაძე და სახელმწიფო რწმუნებული სამცხე-ჯავახეთის მხარეში, ბესიკ ამირანაშვილი.