თბილისში, ლერმონტოვის ქუჩაზე, ავარიული შენობის დემონტაჟის დროს ნანგრევებში სამი მუშა მოყვა. ორი დაშავებული ალადაშვილის სახელობის და „ნიუ ჰოსპიტალის“ კლინიკაში გადაიყვანეს, მესამე მუშა კი მსუბუქად დაშავდა. ექიმის შეფასებით, ალადაშვილში გადაყვანილი მუშის ჯანმრთელობის მდგომარეობა, მძიმეა. „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელის განცხადებით, ფონდის დაკვეთით, ადგილზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს სამშენებლო კომპანია „ინსი“ ახორციელებდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ფაქტზე გამოძიება 240-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.